Friday, March 6, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი ალბათ ყველაზე საინტერესო იყო რადგან გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიოები, და შემდეგ გვქონდა პრეზენტაცია, საინტერესო იყო სხვისი ნამუშევრების მოსმენა და ნახვა, რადგანაც ბევრი საინტერესო იდეა იქნა ერთმანეთისათვის გაზიარებული.



რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს, ძალიან კმაყოფილი ვარ,  შევისწავლეთ ბროშურების შექმნა და სხვადასხვა შაბლონების გამოყენება. პროექტის დაგეგმვა, ესგ-ში მუშაობა, სტანდარტების და ინდიკატორების შესაბამისად მიზნების და შედეგების განსაზღვრა,დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ სლაიდ-შოუზე მუშაობა,  გავარჩიეთ სწავლის სხვადასხვა სტილი, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ასევე დიდი ყურადღება მივაქციეთ ტექნიკურ მხარესაც, gmail.com-ში და blogger-ზე მუშაობას, დიზაინის შეცვლას, My drivze-ზე ფაილების ატვირთვას და მასალებში მუშაობას რამდენიმე ადამიანთან გაზიარებას და ერთად მუშაობას, გავეცანით PowerPoint-ში მუშაობის დეტალებს. ვისწავლეთ მისი drive-ში ატვირთვა სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და  ბლოგზე  გამოქვეყნება.ასევე შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში Google forms-ში კვლევარის და ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, პასუხების ნახვა, მათი გამოქვეყნება Blogger-ზე ასევე შევისწავლეთ გაჯეტების დამატება: სურათის, ვიდეოს, საათის, გამოკითხვის. 

ვფიქრობ ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს სწორად წავმართოთ ჩვენი პროექტი, ჩვენი ნამუშევარი გავაცნოთ სხვებსაც. 

No comments:

Post a Comment