მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე, საჭირო მასალასა და ტექნოლოგია-პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმართვისათვის, რადგანაც წინასწარ კონკრეტულად დაგეგმილი მიმდინარეობა გვიადვილებს პროცესის წარმართვას. ასევე შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში Google forms-ში კვლევარის და ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, პასუხების ნახვა, მათი გამოქვეყნება Blogger-ზე, ჩემი აზრით ესეც ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ჩასატარებლად, მოსწავლეთა გამოსაკითხად.
No comments:
Post a Comment