რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს, ძალიან კმაყოფილი ვარ, შევისწავლეთ ბროშურების შექმნა და სხვადასხვა შაბლონების გამოყენება. პროექტის დაგეგმვა, ესგ-ში მუშაობა, სტანდარტების და ინდიკატორების შესაბამისად მიზნების და შედეგების განსაზღვრა,დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ სლაიდ-შოუზე მუშაობა, გავარჩიეთ სწავლის სხვადასხვა სტილი, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ასევე დიდი ყურადღება მივაქციეთ ტექნიკურ მხარესაც, gmail.com-ში და blogger-ზე მუშაობას, დიზაინის შეცვლას, My drivze-ზე ფაილების ატვირთვას და მასალებში მუშაობას რამდენიმე ადამიანთან გაზიარებას და ერთად მუშაობას, გავეცანით PowerPoint-ში მუშაობის დეტალებს. ვისწავლეთ მისი drive-ში ატვირთვა სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და ბლოგზე გამოქვეყნება.ასევე შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში Google forms-ში კვლევარის და ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, პასუხების ნახვა, მათი გამოქვეყნება Blogger-ზე ასევე შევისწავლეთ გაჯეტების დამატება: სურათის, ვიდეოს, საათის, გამოკითხვის.
ვფიქრობ ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს სწორად წავმართოთ ჩვენი პროექტი, ჩვენი ნამუშევარი გავაცნოთ სხვებსაც.