Friday, March 6, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი ალბათ ყველაზე საინტერესო იყო რადგან გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიოები, და შემდეგ გვქონდა პრეზენტაცია, საინტერესო იყო სხვისი ნამუშევრების მოსმენა და ნახვა, რადგანაც ბევრი საინტერესო იდეა იქნა ერთმანეთისათვის გაზიარებული.



რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს, ძალიან კმაყოფილი ვარ,  შევისწავლეთ ბროშურების შექმნა და სხვადასხვა შაბლონების გამოყენება. პროექტის დაგეგმვა, ესგ-ში მუშაობა, სტანდარტების და ინდიკატორების შესაბამისად მიზნების და შედეგების განსაზღვრა,დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ სლაიდ-შოუზე მუშაობა,  გავარჩიეთ სწავლის სხვადასხვა სტილი, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ასევე დიდი ყურადღება მივაქციეთ ტექნიკურ მხარესაც, gmail.com-ში და blogger-ზე მუშაობას, დიზაინის შეცვლას, My drivze-ზე ფაილების ატვირთვას და მასალებში მუშაობას რამდენიმე ადამიანთან გაზიარებას და ერთად მუშაობას, გავეცანით PowerPoint-ში მუშაობის დეტალებს. ვისწავლეთ მისი drive-ში ატვირთვა სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და  ბლოგზე  გამოქვეყნება.ასევე შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში Google forms-ში კვლევარის და ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, პასუხების ნახვა, მათი გამოქვეყნება Blogger-ზე ასევე შევისწავლეთ გაჯეტების დამატება: სურათის, ვიდეოს, საათის, გამოკითხვის. 

ვფიქრობ ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს სწორად წავმართოთ ჩვენი პროექტი, ჩვენი ნამუშევარი გავაცნოთ სხვებსაც. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულით 

Wednesday, March 4, 2015

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე, საჭირო მასალასა და ტექნოლოგია-პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმართვისათვის, რადგანაც წინასწარ კონკრეტულად დაგეგმილი მიმდინარეობა გვიადვილებს პროცესის წარმართვას. ასევე შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში Google forms-ში კვლევარის და ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, პასუხების ნახვა, მათი გამოქვეყნება Blogger-ზე, ჩემი აზრით ესეც ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ჩასატარებლად, მოსწავლეთა გამოსაკითხად.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს 

Friday, February 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რაც ძალიან დაეხმარება მოსწავლეებს პრეზენტაციის შექმნაში, ასევე შევისწავლეთ გაჯეტების დამატება: სურათის, ვიდეოს, საათის, გამოკითხვის. ვფიქრობ გამოკითხვა ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვისაც რადგან თვითონაც აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში.

აფხაზეთის ომის იშვიათი კადრები

Wednesday, February 25, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღეს შექმნილი მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა გამიადვილებს მოსწავლეთა შეფასებას და ასევე მოსწავლესაც გაუადვილებს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების გაანალიზებას. დღეს დავასრულეთ ასევე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, ვისწავლეთ მისი drive-ში ატვირთვა სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და  ბლოგზე  გამოქვეყნება. რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი ნამუშევარი გავაცნოთ სხვებსაც.