Friday, February 27, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რაც ძალიან დაეხმარება მოსწავლეებს პრეზენტაციის შექმნაში, ასევე შევისწავლეთ გაჯეტების დამატება: სურათის, ვიდეოს, საათის, გამოკითხვის. ვფიქრობ გამოკითხვა ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვისაც რადგან თვითონაც აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში.
Wednesday, February 25, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ დღეს შექმნილი მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა გამიადვილებს მოსწავლეთა შეფასებას და ასევე მოსწავლესაც გაუადვილებს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების გაანალიზებას. დღეს დავასრულეთ ასევე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, ვისწავლეთ მისი drive-ში ატვირთვა სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და ბლოგზე გამოქვეყნება. რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი ნამუშევარი გავაცნოთ სხვებსაც.
Friday, February 20, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია.
მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან ვისწავლეთ ფოტო და ვიდეო მასალების გადმოწერა და საავტორო უფლებების დაფიქსირება, რაც ფრიად მნიშვნელოვანია პროექტში სხვისი მასალების გამოყენებისას.
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ სლაიდ-შოუზე მუშაობა, გავეცანით PowerPoint-ში მუშაობის დეტალებს. ძალიან გაგვიადვილებს პროექტის წარმოჩინებას. დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ სლაიდ-შოუზე მუშაობა, გავეცანით PowerPoint-ში მუშაობის დეტალებს. ძალიან გაგვიადვილებს პროექტის წარმოჩინებას. დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის
Wednesday, February 18, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით რომ ვიმუშავეთ შეფასების 5 სტრატეგიებზე, ასევე შევადგინეთ სქემები რომელიც დაგვეხმარება წინარე ცოდნის შეფასებაში, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეების შეფასებისათვის პროექტის მიმდინარეობისას და დასასრულს.
Friday, February 13, 2015
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო, რადგან გავაგრძელეთ პროექტის დაგეგმვის შესწავლა, კერძოდ ესგ-ში მუშაობა, სტანდარტების და ინდიკატორების შესაბამისად მიზნების და შედეგების განსაზღვრა, ასევე დიდი ყურადღება მივაქციეთ ტექნიკურ მხარესაც, gmail.com-ში და blogger-ზე მუშაობას, დიზაინის შეცვლას, My drivze-ზე ფაილების ატვირთვას და მასალებში მუშაობას რამდენიმე ადამიანთან გაზიარებას და ერთად მუშაობას, ვფიქრობ რომ ყოველივე ეს ნამდვილად მომცემს საშუალებას უფრო კოორდინირებულად ვიმუშაოთ პროექტზე.
Wednesday, February 11, 2015
მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი იყო იმით რომ შევისწავლეთ ბროშურების შექმნა და სხვადასხვა შაბლონების გამოყენება. ყოველივე ეს დამეხმარება სკოლაში სხვადასხვა პროექტის შექმნაში.
Subscribe to:
Posts (Atom)